საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, კახეთის რეგიონში უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
