სთრონგმენში ევროპის ჩემპიონატს წყალტუბომ უმასპინძლა
სთრონგმენში ევროპის ჩემპიონატს წყალტუბომ უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაში 11 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა და ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. უფროსებს შორის საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი ოქროს მედლით დაასრულა და ჩემპიონები თორნიკე სამხარაძე, ლაშა ჯოხაძე, ვალიკო ფიფია და ავთანდილ ყარმაზანაშვილი გახდნენ. 23-წლამდელებს შორის კი ნიკოლოზ ლეკაიძემ, ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
