შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს, მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს, მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ არშინაშვილი, მოადგილეებთან ერთად, კურსის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეებს სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სასწავლო სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების „სენაკის“, „სიმონეთის“, „ორფოლოს“ სასროლეთებზე ჩატარდა. სასწავლო კურსი თებერვალში დაიწყო და ორი ათასზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.
