ორ საათში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დაიწყება
ორ საათში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დაიწყება. დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. დაგეგმილია კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. საეკლესიო კრების გახსნას, კენჭისყრის პროცესსა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას ტელეკომპანია იმედი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
