დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13 საათზე დაიწყება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
