ერთი დღე საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღამდე
ერთი დღე საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღამდე. 11 მაისს საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესია, 142-ე საჭეთმპყრობელს აირჩევს. ავტოკეფალიის აღდგენიდან რიგით მე-14 გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში დღის პირველ საათზე დაიწყება, ასობით დელეგატი იქნება, სიტყვით თითოეული კანდიდატის ეპარქიიდან, თითო დელეგატი გამოვა. 3 კანდიდატს შორის კი არჩევანს მხოლოდ მღვდელმთავრები გააკეთებენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, კანდიდატები წმინდა სინოდმა დაამტკიცა. ბოლოს პატრიარქის არჩევნები 1977 წლის 23 დეკემბერს სიონის ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენიდან მე-12 გაფართოებულ კრებაზე ჩატარდა, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ხმის მიცემის უფლებით დელეგატებიც სარგებლობდნენ. დღევანდელი ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ იმედი გამოთქვა, რომ ხვალინდელი დღე, ილია მეორის გზის გაგრძელების საწყისი იქნება.
