ბოლნისის თეატრის სცენაზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა
ბოლნისის თეატრის სცენაზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა. სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ. ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. წარმოდგენა „შემოქმედებითი საქართველოსა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
