ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ტურნირის მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა იქნება და შეხვედრა ხვალ გაიმართება.
