ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საკრუიზო ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მგზავრების რეპატრიაციას იწყებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საკრუიზო ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მგზავრების რეპატრიაციას იწყებს. სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც მათ 42-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიის პრევენციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიღებული ზომების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. ჯანმოს მონაცემებით ჰანტავირუსი ხომალდის მხოლოდ 8 მგზავრის დაუდასტურდა. მათგან 3 გარდაიცვალა.
