დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის დაცვის მრავალეროვნული, პოტენციური ოპერაციისთვის, ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო გემის „ეინ ემ ეს გრადონის“ გაგზავნა დააანონსა
დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის დაცვის მრავალეროვნული, პოტენციური ოპერაციისთვის, ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო გემის „ეინ ემ ეს გრადონის“ გაგზავნა დააანონსა. ლონდონი აცხადებს, რომ ის ოპერაციაში მაშინ ჩაერთვება როცა ამას საშუალებას რეგიონში არსებული ვითარება მისცემს. სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვაში ირანში ომის დაწყების შემდეგ იმყოფება, ის ლონდონმა მარტში, კვიპროსის დასაცავად გადაისროლა.
