შეერთებული შტატების ცენტრალური სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით გრძელდება
შეერთებული შტატების ცენტრალური სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით გრძელდება. სამხედრო უწყების ცნობით 13 აპრილს დაწყებული ბლოკადის შემდეგ დღემდე ამერიკულმა ძალებმა 58 კომერციული გემი გადაამისამართეს, 4 კი მწყობრიდან გამოიყვანეს. ოფიციალური თეირანი ამერიკულ ბლოკადას საზღვაო მეკობრეობას უწოდებს. ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები მიმდინარე კონფლიქტის შეჩერება, ჰორმუზის სრუტის ნორმალური გავლისთვის ხელახლა გახსნა და ამერიკული საზღვაო მეკობრეობის პრევენციაა.
