ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი, ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტ აბრაამ (სეფიაშვილი) საპირს მიეძღვნა
ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი, ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტ აბრაამ (სეფიაშვილი) საპირს მიეძღვნა. მის მრავალწლიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას და განსაკუთრებულ წვლილს ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ქართველი ებრაელების ისტორიისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. აბრაამ საპირი ისრაელში ჩასვლიდან მალევე აშდოდის მუნიციპალიტეტის დეპუტატად აირჩიეს. მისი საქმიანობა უკავშირდება გაზეთის „ალია საქართველოდან“ დაარსებასა და მრავალწლოვან ხელმძღვანელობას, ასევე ისრაელში ქართული თემის გაძლიერებას.
