ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო, ძალადობაში მონაწილე 3 ძალოვნისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს, 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილე 2 მოძალადესა და თავდამსხმელს კი უკვე პატიმრობა შეეფარდა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო, ძალადობაში მონაწილე 3 ძალოვნისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს, 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილე 2 მოძალადესა და თავდამსხმელს კი უკვე პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ყოფილ და მოქმედ ძალოვნებზე. ხელისუფლების პოზიცია უკომპრომისოა, რადგან კანონი ყველაზე ვრცელდება და ნებისმიერ გადაცდომაზე, ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამით ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ქვეყნის დაზიანების ბერკეტები ხელიდან გამოეცალათ. აქციებს კი დაფინანსებულს უწოდებენ
