ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“. წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს. საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. ღონისძიებას პირველი ლედი, იტალიაში საქართველოს ელჩი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს. ვენეციის 61-ე ბიენალე 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“
