ისტორიის გადაწერის მცდელობა უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული ჯგუფების იმ კამპანიას, რომ 9 მაისი, 8 მაისს უნდა აღინიშნოს
ისტორიის გადაწერის მცდელობა უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, კონკრეტული ჯგუფების იმ კამპანიას, რომ 9 მაისი, 8 მაისს უნდა აღინიშნოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თარიღს გამიზნულად რუსულს უწოდებენ. თარიღებზე დავა კი დამუშავებული მეთოდია, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ. შალვა პაპუაშვილის განმარტებით მეხსიერებაში დარჩენილი სამამულო ომი იქცა ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად. მან გამოაქვეყნა თავისი ბაბუის მიერ, ფრონტიდან გამოგზავნილი ბოლო წერილი. რომელშიც მისივე თქმით, სიყვარული, იმედი და სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანის სიმშვიდეა ასახული
