ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას მიძღვნილი გალა-საღამოთი დასრულდა ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა
ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას მიძღვნილი გალა-საღამოთი დასრულდა ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა. მუსიკალურ-თეატრალურმა წარმოდგენამ, სიმბოლურად ღვინის დაბადების, ვაზის ყვავილობისა და ქართული ღვინის კულტურის განვითარების თემები გააერთიანა. წარმოაჩინა ღვინის ტრადიციის ისტორიული უწყვეტობა. მთავრობის გადაწყვეტილებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ დაწესდა. თარიღი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის - წარმოჩენასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება. ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში ასევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, გუდიაშვილის მოედანზე კი მოეწყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მარნებისა და ღვინის ბარების ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია
