პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს, რაც წამლებს გააიაფებს
პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერენტულ ფასებს კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს, რაც წამლებს გააიაფებს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად, საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა, ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. სექტორს დაგეგმილი ცვლილებები, ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო. მათ საშუალება აქვთ სამინისტროში, საკუთარი მოსაზრებები დაახლოებით ორი კვირის ვადაში, წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს. რეფერენტული ფასების რეფორმით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 ათას 500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა
