ევროპის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს
ევროპის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ამ დღის მნიშვნელობასა და ევროპის როლზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ამის დასტური კი არის ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა და საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა .მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი და დამატებითი განმარტებები გააკეთა
