ჯანდაცვის მინისტრმა, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიებაზე მონაწილეებს ასევე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მიმართა. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო. მიხეილ სარჯველაძემ პანელურ დისკუსიაზე ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
