ახალი სკვერი ზღვისუბანში
კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე თბილისში. ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შესრულდება ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა ეგრეთ წოდებული სტრიტბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია. სამუშაოები ორ თვეში დასრულდება
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
