სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, უძილაური ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის სისტემურად მოიპოვებდა ინფორმაციას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცემდა. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ადგილზე. არსებული ინფორმაციით, ის ჯაშუშურ საქმიანობას ერთ- ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ეწეოდა
