საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
დაახლოებით 5 საათია საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ. განაჩენს საქმეზე მოსამართლე დღეს გამოაცხადებს
