აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის 16 გვერდიან დოკუმენტში ყველაზე მკაცრი შეფასებები ევროპას ეკუთვნის
აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის 16 გვერდიან დოკუმენტში ყველაზე მკაცრი შეფასებები ევროპას ეკუთვნის - ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპა ტერორიზმის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ერთდროულად ტერორიზმის სამიზნეცაა და ტერორისტული საფრთხის წარმოშობის ადგილიც, რის მიზეზადაც უკონტროლო მიგრაცია სახელდება. ეროვნული სტრატეგიის ანგარიშში ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
