საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. შესაძლოა მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
