ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. მიუნხენში გამართული „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი პარიზელებმა 6-5 გაიმარჯვეს. სტუმართა რიგებში ერთადერთი ბურთი უსმან დემბელემ ქართველი ფეხბურთელის გადაცემით გაიტანა. ფინალში გასვლასთან ერთად, კვარაცხელია ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა - ის პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მიმდინარე ლიგაში ხვიჩას 16 საგოლე მოქმედება დაუგროვდა და ამ მხრივ კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად ლიდერობს. ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალი“ იქნება და თამაში ბუდაპეშტში 30 მაისს გაიმართება.
