ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული
რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის წინადადებას მხოლოდ ახალი დარტყმებით უპასუხა და სამხედრო აქტივობის არცერთი ფორმა არ შეუჩერებია.
