ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების და კიდევ ოთხი ადამიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება
ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება. ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე მათ ბრალი აქვთ წარდგენილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით.
