პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. შალვა პაპუაშვილი სამიტში ჩართულია როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.
