Met Gala
ნიუ-იორკში მსოფლიო მოდის მთავარ მოვლენად აღიარებული „მეტ გალა“ გაიმართა. სხვადასხვა სფეროს 400-მდე ვარსკვლავი მსოფლიო მედიის წინაშე თემაზე „კოსტიუმის ხელოვნება“, საგანგებოდ მომზადებული ვიზუალით წარდგა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართული ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულებით, კოსტიუმების ინსტიტუტის საგაზაფხულო გამოფენის გახსნა აღინიშნა.
