რუმინეთში პოლიტიკური კრიზისია
რუმინეთში პოლიტიკური კრიზისია. პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა ხმათა უმრავლესობით გამოუცხადა. ილიე ბოლოჟანის მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი კენჭისყრაზე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და რუმინეთის ერთიანობის ალიანსმა დააყენეს. ბოლოჟანის მთავრობას ოპონენტები ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში, სახელმწიფო აქტივების უკანონო გაყიდვასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებდნენ. პოლიტიკური კრიზისი რუმინეთში რამდენიმე დღის წინ, კოალიციური მთავრობის შვიდი მინისტრის გადადგომით დაიწყო
