სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი ადამიანი დააკავეს. მათგან ერთი რუმინეთის მოქალაქეა. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი" და „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
