"ქართული ოცნება" ევრობიუროკრატების ცალმხრივ მიდგომებზე საუბრობს და ამ კონტექსტში მათი მხრიდან ოთხ ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას
"ქართული ოცნება" ევრობიუროკრატების ცალმხრივ მიდგომებზე საუბრობს და ამ კონტექსტში მათი მხრიდან ოთხ ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. მმართველი გუნდი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირისგან მხოლოდ ობიექტურ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას ითხოვს. ეს შეფასებები კაია კალასის განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების სურვილის მიუხედავად, ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯს.
