დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი გემების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი გემების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს. ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ ვაშინგტონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ დახმარება სთხოვა, სწორედ ამიტომ, ორშაბათიდან დაიწყება ოპერაცია სახელწოდებით „თავისუფლების პროექტი“. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს გემები გარემოების მძევლები არიან და მათი გამოყვანა ჰუმანიტარული პროცესი იქნება. ხელის შემშლელებს კი ძალის გამოყენებით დაემუქრა.
