ამერიკულმა ავიაკომპანია „სპირიტ ეარლაინსმა“ მუშაობა შეწყვიტა
ამერიკულმა ავიაკომპანია „სპირიტ ეარლაინსმა“ მუშაობა შეწყვიტა. მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელობა საწვავის გაძვირებას ასახელებს. კომპანიის დახურვის შედეგად პრობლემები ათასობით მგზავრს შეექმნა, რომლებსაც ავიარეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. მგზავრების სხვა კომპანიებში გადამისამართებას „სპირიტ ეარლაინსის“ ხელმძღვანელობა ამ დრომდე ვერ ახერხებს.
