დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ კანცლერ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ კანცლერ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა „ნოიე ციურიხ ცაიტუნგი“ წერს. „მერცის შეცდომები აჩვენებს, რომ ის წარსულის აზროვნებაში ჩარჩა და ტრამპი სერიოზულად არ აღიქვა. ტრამპის რეაქცია მის განცხადებებზე მოსალოდნელი იყო,“-ნათქვამია სტატიაში. ცნობისათვის, პენტაგონმა გერმანიიდან 5 000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
