სლოვაკეთი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ამბიციას მხარს უჭერს
სლოვაკეთი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ამბიციას მხარს უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. სლოვაკეთის პრემიერის ცნობით, ის და ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
