დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების განახლებას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების განახლებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ფლორიდაში ჟურნალისტებს განუცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. მანამდე ტრამპმა კონგრესს ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ წერილობით აცნობა, თუმცა განმარტა, რომ ამერიკული ძალები ჯერჯერობით რეგიონში დარჩებიან.
