„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, დღეს გარე ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და, რაც მთავარია, ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.
