პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება პლენარულ სესიას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. პრემიერი ასევე დაესწრება სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.
