თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალი გრძელდება
თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალი გრძელდება. მეორე საფესტივალო დღეს მარჯანიშვილის თეატრის სცენა მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო. ექსპერიმენტული ჯაზითა და ავანგარდული მუსიკით ცნობილი ნიუ-იორკელი გიტარისტის კვარტეტი, მსმენელის წინაშე, სხვადასხვა სტილის სინთეზით საათ-ნახევრის განმავლობაში წარდგა. მარკ რიბო კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა ტომ ვეითსი და რობერტ პლანტი. კულტურის სამინისტროს, “შემოქმედებითი საქართველოს” და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისის 29-ე ჯაზფესტივალი მელომანებს კიდევ ორ, მუსიკალურად მრავალფეროვან კონცერტს წარუდგენს
