შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. სანქციები მოიცავს აგენტებს, ხელისუფლების წევრებს ან კუბის მთავრობის მატერიალურ მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან და მათ, ვინც სამთავრობო კორუფციაში და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან თანამონაწილეები. ამასთან, ახალი სანქციები გლობალურ საბანკო სისტემაზე კუბის წვდომას შეზღუდავს და შეეხება ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც კუბის რეჟიმთან კავშირების გამო აქამდე სანქცირებულებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ. განკარგულების მიხედვით, სანქციები შესაძლოა ეხებოდეს "ნებისმიერ უცხოელ პიროვნებას", რომელიც მოქმედებს "კუბის ეკონომიკის ენერგეტიკის, თავდაცვისა და დაკავშირებული მომარაგების, მეტალებისა და სამთო მრეწველობის, ფინანსური სერვისების ან უსაფრთხოების სექტორში ან კუბის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა სექტორში". განკარგულების ფარგლებში აშშ-ს მთავრობას შეუძლია სანქციები დაუწესოს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებსაც "განუხორციელებიათ ან ხელი შეუწყვიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის " მათ ვისაც კუბის მთავრობასთან კავშირები აქვს
