ქუთაისში, „გვირილობის“ „ქუთაისქალაქობის“ ზეიმი გრძელდება
ქუთაისში, „გვირილობის“ „ქუთაისქალაქობის“ ზეიმი გრძელდება. ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს. საღამოს გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას
