ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს
ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სერბეთი გააფრთხილა, რომ ევროკავშირი ბელგრადისგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ელოდება, რომლებიც სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში დამტკიცებულ ცვლილებებს ეხება. ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება, გაგრძელდეს. როგორც სერბული მედია წერს, თუ ქვეყანა რეაგირებას მოახდენს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რომლებიც სასამართლო სისტემისა და პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში დამტკიცებულ ცვლილებებს ეხება, ევროკომისია დამატებით შეფასებას ჩაატარებს და შემდეგ გადაწყვეტს, აღდგება თუ არა ფინანსური დახმარება. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სერბეთისთვის განკუთვნილი თანხები იმავე პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება
