დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება
ქუთაისში დღეს „გვირილობას“ - „ქუთაისქალაქობას“ ზეიმობენ. თარიღის აღნიშვნა ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. ღონისძიებაში ქუთაისობის სიმბოლო გიმნაზისტ გოგონებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიება და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ბულვარშივე გაიხსნება შემეცნებით ინოვაციური სივრცე "უნივერსითი", რომელიც ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს და ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება
