ქართული ხორბალი
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
