კომპანიის წლიური შედეგები
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ” კულტურის ცენტრში წლიური შედეგები შეაჯამა. პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე; ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე. პრეზენტაციას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
