აზერბაიჯანის გადაწყვეტილება
სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი პოლიტიკური პროვოკაცია და შანტაჟი - ასე აფასებს ოფიციალური ბაქო ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც შიდა საქმეებში ჩარევად უკვე შეფასდა. აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. გამოცდილებიდან გამომდინარე, მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილება არ უკვირთ თბილისში.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
