ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
