დაპირისპირების მორიგი სერია
ბრძოლა Facebook-ის სტატუსებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. „ფედერალისტებისთვის“ მსჯავრდებული სააკაშვილის მოწოდებები უინტერესოა. თავად სააკაშვილი კი ამბობს, რომ ოპონენტებს პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. პარალელურად, ოპოზიცური ერთობა რეგიონებში შეხვედრებს კვლავ ნაციონალური მოძრაობის გარეშე განაგრძობს. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში სააკაშვილის პარტია ალიანსის მიღმაც დარჩეს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
