საწვავის ფასები
ფასების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ, მუშაობა დაასრულა. დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება. ბოლო შეხვედრა ნავთომკომპანიების წარმომადგენლებს დაეთმო. ბიზნესმა, რომელიც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ახსნა. თითქმის 2 თვის განმავლობაში, კომისიის წევრებმა სხვადასხვა პროდუქტის და მედიკამენტების მწარმოებლებსაც მოუსმინეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
